საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 947 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 583 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.61 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში - 2, იმერეთში - 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 - თბილისში, 59 - აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, ხოლო აჭარაში - 16.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 905 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 598 პირი, აჭარაში - 1 095, იმერეთში - 1079.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო