გიორგი რურუა თვითონ არ აცხადებს, რომ პოლიტიკოსია, როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი?- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია.
„ფაქტი არის ნათელი - პირობითად, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანი ჟურნალისტად, როცა ჟურნალისტიკაში არ ახორციელებს არანაირ საქმიანობას? თუ მეტყვით, რა პოლიტიკური თანამდებობა ეკავა ან უკავია ბატონ რურუას, კი ბატონო ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ ასეთი ფაქტი არ არის. თვითონ თავის თავს არ უწოდებს პოლიტიკოსს და ჩვენ როგორ ვუწოდოთ პოლიტიკოსი? რელევანტურ აზრს და ამაზე მიბმას და კორელაციას ვერ ვხედავ, როცა ადამიანი თვითონ არ აცხადებს, რომ პოლიტიკოსია, როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკურ პატიმარობაზე საუბარი?"- განაცხადა ღუდუშაურმა.