კახა კალაძე - ვწუხვარ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო - სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე ანსამბლ „რუსთავის" დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს უსამძიმრებს.

„ვწუხვარ ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ანსამბლ „რუსთავის" დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში.

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს.

მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას!“,-აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, 81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა