ირაკლი კობახიძე - საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობას

სრულიად საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ ერთგულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს 30 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

​დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც ამ ისტორიული მოვლენის მთავარი სულისჩამდგმელი იყო. სრულიად საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და ვუსურვებ სახელმწიფოებრიობის შემდგომ განმტკიცებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების განუხრელ ერთგულებას!“-აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა