ეროვნული სატყეო პროგრამის II სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის “ალტერნატიული ენერგო რესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება” გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსერვი“ ხელმძღვანელი კრისტიან გონერი, CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობარულ დონეზე იზრდება ტყეზე და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება; შესაბამისად, აუცილებელია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ალტერნატიული რესურსების მოძიება და შემდგომ მათი განვითარება.

„საქართველოს მთავრობა, უშუალოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ მუშაობას იწყებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული ენერგოსაწვავის განვითარების მიმართულებით. კლიმატის მწვანე ფონდის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის 33 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოყოფის შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, განხორციელდება პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანია ტყის მდგრადი მართვის პრინციპის დანერგვა - ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობის ჩამოყალიბება. პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) როლი უდიდესია პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება შეამცირებს მოთხოვნას მერქნულ რესურსზე, ხელს შეუწყობს ტყის მდგრად განვითარებას. ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებმა თუ სამეცნიერო წრეებმა, ხელი უნდა შეუწყოს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას.

შეხვედრაზე GIZ პროექტის ECOserve-ის (ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში) და CENN-ის (ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის) პროექტების ფარგლებში კოორდინირებულად განხორციელებული საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს.

ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის კოორდინაცია და მხარდაჭერა. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. NFP-ის პროცესის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო