BAG ინდექსი - ბიზნესის საქმიანობას შემცირებულ მოთხოვნაზე მეტად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები აფერხებს

ბიზნესსაქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 74% საუბრობს, - აღნიშნული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის კვლევით ირკვევა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5%-ლი პუნქტით არის შემცირებული, თუმცა შედეგი კვლავ ჯდება იმ საერთო ტენდენციაში, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ბოლო კვლევებია გამოხატავენ.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ოთხი ფაქტორია ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასახელებული: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სპეციალისტების ნაკლებობა.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოთხივე კვარტალში, ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილს ყოველთვის მოთხოვნის სიმცირე იკავებდა. მოცემულ კვარტალში კი შემაფერხებელ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა COVID 19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, კვლავ ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა მარეგულირებელი გარემო და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ასოციაციის წევრი კომპანიები ინდექსის კვლევის დაწყებიდან მუდმივად ასახელებენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დამატებითი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დაიწყოს პრობლემის მოგვარების იმ კონკრეტულ ხედვებზე დიალოგი, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს აღნიშნულ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ შემაფერხებელ ფაქტორებს.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს“,-ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2021 წლის პირველი კვარტლის კვლევაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა