ალეკო ელისაშვილი - რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, ის არის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება

ვადამდელი არჩევნები რომ დაეთმო ოპოზიციას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული და რურუას დაუყოვნებელი გამოშვების საკითხი "ქართულ ოცნებას", კომპრომისი და შეთანხმება შედგებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო კონკრეტული მომენტი, როცა შეთანხმებასთან ორივე მხარე ახლოს იყო, ოდნავ რომ უკან დაეხია ორივე მხარეს, როგორც რურუას, ასევე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები ოდირის დასკვნის მერე უარგუმენტოა.

მისი თქმით, კომპრომისი აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, თუ ორივე მხარე დაიხევდა უკან.

"რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, არის ის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმა ანუ ამ ქვეყნის მომავალი ეწერა, მაგრამ ვიღაცებისთვის როგორც ჩანს, კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა ან კონკრეტულ პატიმრებზე ლაპარაკი ურჩევნიათ, თითქოს ხელისუფლებას არ რჩება ბერკეტი, რომ მერე კიდევ სხვა დააპატიმროს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა