ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალმა ლაბორატორიული ხარისხის გარე კონტროლის უმაღლესი შეფასება მიიღო

ლაბორატორიული ანალიზების ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალმა გერმანიის ბიოანალიტიკის რეფერენს-ინსტიტუტისგან (The Reference Institute for Bioanalytics) ხარისხის გარე კონტროლის უმაღლესი შეფასება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე ლაბორატორიას შესაბამისი სერტიფიკატები მიენიჭა, რაც ბოკერიას ჰოსპიტალში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების სანდოობას უსვამს ხაზს.

„კლინიკური, ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, იმუნოსეროლოგიური და კოაგულაციური ტესტირებისთვის საკვლევი ნიმუშები გერმანიიდან ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ლაბორატორიაში ანალიზისათვის 3 თვის განმავლობაში რეგულარულად იგზავნებოდა.

კონტროლის გარე ხარისხის სისტემის საშუალებით შემოწმდა როგორც ლაბორატორიული სამედიცინო აპარატურა, ასევე - გამოყენებული რეაქტივების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე. 50 დასახელების ლაბორატორიულ პარამეტრებზე ჩატარებული კვლევების შედეგების ჯამური მაჩვენებელი გერმანიის ბიორეფერენს-ინსტიტუტის მიერ 100%-ად შეფასდა, რაც უმაღლეს ქულას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ხარისხის გარე კონტროლი რეგულარულად ხორციელდება. ლაბორატორიის სანდოობა სამედიცინო ცენტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება