ამ დროისთვის, აჭარაში „ფაიზერის" ვაქცინით 84 პირი აიცრა, ხოლო „ასტრაზენეკას" ვაქცინა 505-მა პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი" 84 პირმა გაიკეთა, ხოლო „ასტრაზენეკა" - 505-მა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, „ფაიზერით" ვაქცინაციისთვის 1260 ჯავშანია გაკეთებული, ხოლო „ასტრაზენეკასთვის" - 88.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე ერთი პაციენტი იმყოფება, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა