პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვება

პარლამენტის პლენარულ სხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი უძღვება.

სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გახსნა. რეგისტრაციის გავლისა და დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ლევან იოსელიანმა დაიკავა.

ლევან იოსელიანმა, როგორც პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და გამოყო 30 წუთი 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისთვის.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიჯდე ამ სავარძელში და ვუძღვებოდე სხდომას 31 მარტს, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, იმ დღეს, როდესაც ამომრჩევლების, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების 99%-მა მხარი დაუჭირა ქართული სახელმწიფოს დაბადებას.

ნამდვილად, 30 წლის წინ ამ დღეს დაიბადა ქართული სახელმწიფო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა მონაწილეობითაც შეიქმნა ეს სახელმწიფო. სწორედ მათ დაუჭირეს მხარი ჩვენთან ერთად ქართული სახელმწიფოს შექმნას და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს სახელმწიფო სამომავლოდ იქნება ჩვენი საერთო წარმატების ასპარეზი.

ძალიან მნიშველოვანია და ვერ განვაცალკევებთ ერთმანეთისგან დღევანდელ დღეს და საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მონაწილეობას ამ დღესთან დაკავშირებით. რომ არა ის და მერაბ კოსტავა, ეს დღე შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო. რომ არა ჩვენი დაპირისპირება, რომ არა ის, რაც დღემდე გრძელდება, შეიძლება ზვიად გამსახურდია დღეს აი, აქ, ჩვენთან ერთად მჯდარიყო ამ დარბაზში. დღეს მას 82 წელი შეუსრულდებოდა. ყველა თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო რეფერენდუმის 30 წლისთავი და მივულოცო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის დაბადების დღე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსურს რეგლამენტის შესაბამისად, 30 წუთი დავუთმოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამოსვლებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა