ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევა კარგი პრაქტიკაა, მოსაწონიც

ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევა კარგი პრაქტიკაა, მოსაწონიც, გვინდოდა დამატებითი მსჯელობის გაგრძელება თუ რამდენად რეალიზებადი იყო ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეები მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე არჩეულები არიან, შესაბამისად, ამ საკითხს თან ახლდა პერსონალური უხერხულობა.

"კომიტეტებთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობის გაგრძელება გვინდოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ აზრი, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და ეს საქართველოშიც უნდა დაინერგოს. კომიტეტების 1/3 აქვს ოპოზიციას - ეს პრაქტიკა არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მათ შორის, საკვანძო კომიტეტების თავმჯდომარეებიც კი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის კარგი პრაქტიკა, შესაბამისად, მომხრე ვართ ამ პრაქტიკის დამკვიდრების. ერთადერთი, ჩვენ გვინდოდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რეალიზებადი ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის პერსონალური და პერსონალურთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები. ჯერ კიდევ ნოემბერში ვაფიქსირებდით მზადყოფნას ამასთან დაკავშირებით. ინიციატივა თავის დროზე ჩვენგან იყო წამოსული, როდესაც იმართებოდა პირველი და მეორე რაუნდი. დიალოგის მონაწილეები ამას დაადასტურებენ. ერთადერთი საკითხი არის ის, რომ კომიტეტების პერსონალური შემადგენლობა არის დაკომპლექტებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ უხერხულება, არამედ ცოტა მეტიც. ჩვემ მზად ვიყავით მსჯელობის გაგრძელებისთვის",- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა