სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ჩაიშალა

მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ სრულიად არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ჩაიშალა. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა ძალაუფლებად დაუჯდებათ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდზეც „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე წასულიყო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდი ჩაიშალა. ჩაიშალა იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ შეთანხმებაზე წამოსულიყო. შემოთავაზებულ დოკუმენტში 3 საკითხი იყო, რომელიც ამ წუთშივეა ჩვენთვის მისაღები. ესაა - ძალაუფლების განაწილების საკითხი, სასამართლო რეფორმისა და საარჩევნო რეფორმის საკითხები, მაგრამ ამ საკითხებზეც „ქართული ოცნება“ მზად არაა, რომ ნაბიჯები გადმოდგას. რეალურად მოლაპარაკებები ჩაიშალა „ქართული ოცნების“ სრულიად არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო. როგორც ჩანს, მათ ეშინიათ, რომ ნებისმიერი დათმობა ძალაუფლებად დაუჯდებათ. სადამდე მიიყვანთ ეს პოლიტიკა ყველანი ერთად, კარგად ვნახავთ", - განაცხადა კაპანაძემ.

მანვე დასძინა, რომ სენატსა და ევროპარლამენტში ყველგან საუბრობენ, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს.

"ძალიან ირონიულია, რომ „ქართული ოცნება“ გიორგი რურუას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. სენატი იქნება, თუ ევროპარლამენტი ყველგან ამაზე საუბრობენ“, - განცხადა კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით