ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში - კვლავ გვაქვს ხალხმრავალი ქორწილები, ქელეხები, რაც ეპიდმდგომარეობაზე აისახება

დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც. მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო არ იქნება არანაირი ჩაკეტვების მომხრე, ვინაიდან ძალიან მნიშნველოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს.

“წელიწადზე მეტია ვიმყოფებით პანდემიაში და საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს იმ ქცევის წესებს, რის შემდეგაც შეიძლება სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდეს. არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ უნდა, რომ შემდეგ ჩაკეტვას და შეზღუდვებს მიმართოს. დღევანდელი მდგომარეობით მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და პირადი ჰიგიენის ზომები არაა შესაბამისად დაცული. კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდმდგომარეობაზე. დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და მნიშვნელოვანია თბილისიც. მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით