დავით მათიკაშვილი - გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავლის ნაცვლად მავანი ისევ საკუთარი პარტიის ინტერესების ტყვეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება. გრძელდება იმ კუთხით, რომ ჩვენ, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა შევძლოთ გავიხედოთ წინ ჩვენი შვილების მომავლისკენ და რაღაცნაირად დავძლიოთ ის წყევლა, რომელიც მოგვდევს, სადაც ქართველთა ერთობა ცოტა არ იყოს რთული საქმეა. გუშინდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც დესტრუქციამ იმძლავრა კონსტრუქციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავლის ნაცვლად მავანი ისევ საკუთარი პარტიის ინტერესების ტყვეობაში აღმოჩნდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა