თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა საგანგაშო სიგნალია, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღის რისკი გაჩნდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების დაცვაა საჭირო, რაც არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

„ბოლო 3 დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დღეს იყო გარდაცვალების 5 შემთხვევა, მაგრამ 616 ახალი შემთხვევა, გუშინ იყო 676 მაშინ, როდესაც 200-300 შემთხვევაზე მეტი არ იყო. ეს ძალიან სერიოზული სიგნალია, თუმცა ჯერ საგანგაშო არ არის. ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს, არ დავუბრუნდებით სიფრთხილის ზომებს, რომელიც გვქონდა, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი.

ჩვენ არ ვცხოვრობთ ევროპისა და მსოფლიოს გარეთ, მათგან დამოუკიდებლად და თუ უკვე მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაიწყო ან ზოგან იწყება, სამწუხაროდ, ჩვენც შეიძლება ვერ ავცდეთ მესამე ტალღას, თუ პირბადეების მასობრივ ტარებაზე არ გადავედით და სოციალურ დისტანცირებაზე, ამას რა მოყვება ყველამ ვიცით. ახალი შემთხვევების მატება იმის სიგნალია, რომ მესამე ტალღის რისკი არის",-განაცხადა ცერცვაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ თუ ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში შეზღუდვები განახლდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა