ანა ნაცვლიშვილი - მედიატორს არ უთქვამს, რომ კარი დაიხურა - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების და საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობა ამ პროცესში ამოწურულია

საკითხები, რომელიც ამ შეთანხმებაში მედიატორმა ჩადო, იმდენად საბაზისო არის, რომ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს თავზარიც კი მეცემა ასეთ ელემენტარულ საკითხებზე ამდენი მედიაციაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ მის შესრულებაზე ვალდებულება აიღოს , - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ პროცესში საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობა გაგრძელდება და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია.

„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო მექანიზმების რესურსი ამოწურული არ არის. პირველი რაუნდი სრულიად ნულოვანი შედეგით დასრულდა. იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც ყინული დაიძრა. რიგი საკითხები, რომელიც ამ შეთანხმებაში მედიატორმა ჩადო არის იმდენად საბაზისო, რომ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, თავზარიც კი მეცემა ასეთ ელემენტარულ საკითხებზე ამდენი მედიაციაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ მის შესრულებაზე ვალდებულება აიღოს.

გუშინდელი მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მედიატორს არ უთქვამს, რომ ეს კარი დაიხურა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების და საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობა ამ პროცესში ამოწურულია, პირიქით ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ბერკეტები ამოქმედდება, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ გავაგრძელებთ და კიდევ უფრო ინტენსიურს გავხდით მუშაობას ქვეყნის შიგნით.

ჩვენ მუდმივი კამპანია გვაქვს მოქალაქეებთან და ოპოზიციური სპექტრი აქტიურად მუშაობს მათთან, ამიტომ დიპლომატიური ფორმატები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ინსტრუმენტი და ფორმა პოლიტიკური პარტიების ხელში, რომლითაც ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების მობილიზებას იმ მოთხოვნების ირგვლივ, რომელიც იყო შეთანხმებაში და რომელთა მიღწევაც აუცილებელია ამ ქვეყნის ნორმალიზებისთვის და წინ წასვლისთვის“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს შეთანხმებაში დაეხმაროს მხარეებს და ამ შეთანხმებაში დანარჩენი დამოკიდებული არის პოლიტიკურ სპექტრზე.

„მედიატორი პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადგილობრივმა ლიდერებმა და პოლიტიკურმა სპექტრმა. ევროკავშირი თავზე ვერ მოგვახვევს და არ მოგვახვევს თავისი მუშაობის წესებიდან გამომდინარე რაიმე პირობებს, ის ცდილობს შეთანხმებაში დაეხმაროს მხარეებს, დანარჩენი არის დამოკიდებული ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეებზე, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფად ამ კრიზისის განმუხტვა“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა