ირაკლი კობახიძე ცესკო-ს პროფესიული წევრების სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით არჩევის ინიციატივაში, საბოტაჟის რისკებს ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ცესკოს პროფესიული წევრების სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით არჩევის ინიციატივაში, რომელიც კრისტიან დენიელსონის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ასახული, საბოტაჟის რისკებს ხედავს.

„როდესაც ცესკოს წევრების ასარჩევად მოთხოვნილია ხმების 2/3, ასეთ შემთხვევაში ცესკოს წევრები ოპოზიციის თანხმობის გარეშე ვერ აირჩევიან. მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი ვაკანსია ჩნდება და თუ ოპოზიცია ცესკოს წევრების არჩევას მხარს არ დაიჭერს, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც ოპოზიციას ცესკოში საბოტაჟის განხორციელების შანსი ეძლევა. გვინდოდა კითხვის დასმა და მსჯელობა, ჩნდებოდა თუ არა რისკი იმისა, რომ საპარლამენტო საბოტაჟი ცესკოში გადასულიყო. რა თქმა უნდა რისკები არის!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის შეთავაზებას, კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და სახელმწიფოებრივად არასწორია, როდესაც მუდმივი საკონსტიტუციო ნორმები მოკლევადიანად, დიალოგის რეჟიმში იცვლება.

„წამოვიდგინოთ ასეთი რამ, რომ მომდევნო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 51 მანდატი აიღო. 2026 წელს ახალი პროკურორია ასარჩევი და “ქართულ ოცნებას“ ძველი პროკურორის დატოვება უნდა. 51 ხმით ძველ პროკურორს დავტოვებთ - ეს არის ნონსენსი. ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ წერია, რომ გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა