თენგიზ ცერცვაძე - პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე - ორივე ერთნაირად კარგია, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვაქცინების სრულად ათვისება არ მოხდა, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.

„თუ დაინახავენ, რომ ის მარაგი, რომელიც შემოტანილია, მოთხოვნილებას აჭარბებს, ახლა ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ არის, შემდეგ დაიწევს 55 წელს ზემოთ და შემდეგ სრულად საყოველთაო გახდება, მაგრამ თუ ათვისება მოხდება, მაინც გახდება საყოველთაო, ოღონდ ივნისიდან. თუ ათვისება არ იქნება იმ ტემპით, როგორც საჭიროა, მაშინ შეიძლება ახლავე საყოველთაო გახდეს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ორივე ვაქცინის, როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ ჩატარება ძალიან სასარგებლოა.

„ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდა, თუ თავიდან, პირველი 11 დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში 150 ადამიანი იცრება დღეში. ფაქტია, რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია არა მარტო „ფაიზერზე“, არამედ „ატრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“, ეს ბოლო ძალიან დიდ კვლევით დადასტურდა, რომელიც ამერიკელებმა ჩაატარეს, სადაც სხვათაშორის, „ასტრაზენეკამ“ და არა „ფაიზერმა“100%-იანი დაცვა აჩვენა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, ხოლო სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

„დაახლოებით კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს ის ნაკადი, რომელიც დღეს არის, მაგრამ უკვე იმედი მომეცა. ჩემში უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს პირბადეების ტარება. ვაქცინაციის ტემპი თუ გაიზარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასობრივ ვაქცინაციას მივაღწევთ, მაგრამ პირბადებზე ამას ვერ ვიტყვით. სამწუხაროდ, პირბადებიის გამოყენება 40%-მდე შემცირდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა