ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - აღელვებული და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებული მედიაციის მისიის გამო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, მმართველი პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიუღწევლობა მეგობრებსა და პარტნიორებს ცუდ სიგნალს უგზავნის.

„აღელვებული და იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს მეგობრებსა და პარტნიორებს ცუდ სიგნალს უგზავნის. საჭიროა დაფიქრება,“- წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა