თენგიზ ცერცვაძე - პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით

პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას იძლევა თუ არა ვაქცინა იმის გარანტიას, რომ პოსტკოვიდური გართულება არ იყოს.

როგორც მან აღნიშნა, „ატსრაზენეკას“ ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს, რომ კორონავირუსი მძიმედ არ წარიმართოს და სიკვდილით არ დასრულდეს.

„ვაქცინამ იმის გარანტია უნდა მოგვცეს, რომ კოვიდის შემთხვევები ძალიან შემცირდეს, 100%-ით ვერ იცავს, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით 70-დან 95%-მდე იცავს. მძიმე შემთხვევებიდან „ასტრაზენეკა“100%-ით იცავს. მძიმე შემთხვევა რას ნიშნავს იცით, „ასტრაზენეკას“ რომ გაიკეთებ, ის ვერ გიცავს მთლიანად, რომ ავად არ გახდები, შეიძლება ვინმე დაინფიცირდეს, მაგრამ მძიმე ფორმა, მძიმე მიმდინარეობა არ განუვითარდება და სიკვდილით არ დამთავრდება. პოსტკოვიდურ გართულებას ვაქცინას ნუ დავუკავშირებით. არავითარი კავშირი არ აქვს. ვაქცინამ უნდა დაგვიცვას ინფიცირებისგან. ვაქცინას პოსტკოვიდურ სინდრომთან არავითარი კავშირი არ აქვს“, -განაცხადა ცერცავძემ.

მან ასევე ჩინურ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ისიც ეფექტიანი იქნება, რადგან მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე იყენებს.

„ჩვენ ამ შემთხვევაში მკაცრი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ვუყურებთ. რამდენადაც ვიცი, ერთი-ორი მკაცრი მარეგულირებლის რეკომენდაცია ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს. უნგრეთი მკაცრ მარეგულირებლად ითვლება. ველოდებით, როდესაც ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარებას მიიღებს. დიდი ალბათობით, ცუდი ვაქცინა არ არის. ალბათ, კარგია, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას,რომ ჩინური ვაქცინით იცრებიან თურქეთში, აზერბაიჯანში, ბრაზილიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში და ძალიან ბევრ საკმაოდ შეძლებულ და გავლენიან ქვეყანაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა