მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ არ შეიძლება საბოტაჟი - თუ ეს ვერ შეძლეს, ეს კრიზისი იქნება სულ ხელოვნური

ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ არ შეიძლება საბოტაჟი, ამ ქვეყანაში არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებულები და ეს თუ ვერ შეძლეს, ეს კრიზისი იქნება ხელოვნური სულ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ის საკითხები, რომლებსაც ისინი ულტიმატუმებად აყენებდნენ, არ არსებობდა.

„მართალია, რომ შეთანხმებას არც ერთი მხრიდან ხელმოწერა არ ახლავს იმიტომ, რომ იქ იყო ნიუანსები, რომლებიც ალბათ ძალიან მარტივად გასწორდებოდა 3-4 საკითხთან დაკავშირებით 20-ზე მეტი საკითხიდან, რაზეც ბუნებრივია საუბარიც კი აღარ შედგა, რადგან პირველხარისხოვნად კი არა, ულტიმატუმებად აყენებდნენ საკითხებს, რომელთა არარსებობამ შოკში ჩააგდო ოპოზიცია. მაგალითად ის, რომ ვადამდე არჩევნებზე სიტყვა არ იყო ჩაწერილი, რაც ბუნებრივი პოზიცია იყო ევროკავშირის და მათი წარმომადგენლების და ამასთან დაკავშირებით მათ ულტიმატუმი კვლავ დააყენეს, ანუ დეტალებზე საუბარი საერთოდ ვერ შედგა. ეს არის მთელი შინაარსი ამის, რომ რეალურად შეთანხმებას მხარე, რომელიც იყო კომპრომისული, ანუ “ქართული ოცნება”, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმდებოდა, რაც ევროკავშირის მხრიდან იყო წამოსული, ამის მიუხედავად აქამდე თემა საერთოდ არ მივიდა.

ისინი პირდაპირ ულტიმატუმებს აყენებდნენ და თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ ყველა საკითხზე გვქონდა ან გადაწყვეტის გზა შეთავაზებული ან კომპრომისი ან უკვე განხორციელებული ქმედება, რომელიც იმთავითვე კომპრომისული იყო, მაგრამ მეორე მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ სახელდება დღემდე.

როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია პანდემიამ, ამ კრიზისს კიდევ უფრო ზრდის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ამ დროს ვიღაცამ მაინც ოპოზიციიდან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თქვას როგორც მინიმუმ, რომ არ შეიძლება საბოტაჟი, არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებულები ამ ქვეყანაში და ეს თუ ვერ შეძლეს ეს კრიზისი იქნება ხელოვნური სულ და არ წაადგება, რეალურ კრიზისს, რომელიც არის პანდემიით გამოწვეული”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა