გრიგოლ გეგელია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნათელი ვერდიქტი გამოსცა, სადაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი იყვნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნათელი ვერდიქტი გამოსცა, სადაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი იყვნენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების წინააღმდეგ აღძრული საქმე ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს - „ლელოს“ შექმნას პირდაპირ ემთხვევა, ხოლო ეს მოცემულობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში სწორედ იმ სექციაში მოქცეული, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება განიხილება.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა კიდევ ერთი ნათელი ვერდიქტი, რომელიც მიუთითებს, იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს. ამ პრობლემების გადაჭრა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო „ქართული ოცნებისგან“ ვერასდროს ვერანაირ ქმედით პასუხს ვიღებთ.

ჩვენ ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, რომ ადამიანები პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან და საქმეთა წარმოება სამართლებრივი მიზნით არ ხდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი იყვნენ. მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე, პირდაპირ ემთხვევა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს - „ლელოს“ შექმნას, საიდანაც რამდენიმე კვირის თავზე მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დასკვნაში ეს საქმე მოცემულია სწორედ იმ სექციაში, სადაც განხილულია პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“, - განაცხადა გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს