მამუკა მდინარაძე - რაც კი რეფორმაა ჩამოთვლილი დანიელსონის დადებულ „დრაფტში“, ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ

რაც კი რეფორმაა ჩამოთვლილი დანიელსონის დადებულ „დრაფტში“, ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ყველა რეფორმა არის მისაღები, რომელზეც საუბარია დოკუმენტში, თუმცა იყო რამდენიმე საკითხი, რაც დამატებით მსჯელობას საჭიროებდა, მათ შორის, მდინარაძე მთავარი პროკურორისა და ცესკო- ს თავმჯდომარის პარლამენტის 2/3 - ით არჩევის წესს ასახელებს.

"2/3 სადაც ეწერა, ეს ყველამ ვიცით, რომ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასევე, ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს ევროკავშირის ქვეყანა, რომელშიც მსგავსი დათქმა ასეთ პოზიციებზე არსებობს. ეს ხომ საიდანღაც მოვიდა? როგორც ჩანს და ეს ჩემი ვარაუდია, რომ რომელიმე შეხვედრაზე ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელმა დააყენა საკითხი, სადაც არ არის გათავლისწინებული ევროკავშირის პრაქტიკა,"- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო რომ მაგალითად, ცესკოს რეფორმაზე საუბრისას, გაყალბების რისკის პარალელურად, არ არსებობდეს საბოტაჟის რისკიც.

"რეფორმის სხვა ნიუანსები აზღვევენ არჩევნების გაყალბებას, მაგრამ საბოტაჟის რისკიც ხომ ნულზე უნდა დავიყვანოთ, იმის ხარჯზე რომ გაყალბების რისკი დაგვყავს ნულზე, საბოტაჟს ვწევთ 100 პროცენტზე, ეს სამსჯელო ნიუანსები იყო, თუმცა, მსჯელობამდეც კი ვერ მივიდა საკითხი მათი ულტიმატუმების გამო,"- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, ამ კონკრეტული საკითხების შეცვლის გარეშე, რამდენად მოაწერდა მმართველი გუნდი არსებულ დოკუმენტს ხელს, მდინარაძე აცხადებს, რომ "ნუ ვიმარჩიელებთ", რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხებზე დისკუსია გაიმართებოდა, რადგან შესაძლოა, ოპონენტებს არგუმენტი არ ჰქონოდათ, თუმცა, ოპოზიცია დისკუსიაზე საერთოდ არ წავიდა და მსჯელობა ამაზე არ გამართულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა