მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ "ავტორიტეტზე" ამბობენ პოლიტპატიმარიაო

არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ "ავტორიტეტზე" ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზულად ვერ იმსჯელებს იმ სასაცილო არგუმენტზე, რომ რურუას პოლიტიკასთან კავშირი 2500 ლარით დასტურდება.

„ჩვენ ქვეყანაში გვყავს კრიმინალური "ავტორიტეტი" გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ "ავტორიტეტს" 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. მოცემულობაა, რომ ამ ადამიანმა ეს თანხა ფორმალურად ჩარიცხა „ნაციონალური მოძრაობის" ტელეარხზე იმისათვის, რომ პოლიტიკასთან თითქოს თავისი კონტაქტი დაეფიქსირებინა. მას ამ 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. პირადად ამ ადამიანის შიშით თუ ერთმანეთს ვერ უმხელენ, არ ვიცი, მაგრამ პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც კრიმინალური "ავტორიტეტია" და მისი პოლიტიკასთან კავშირი არ არსებობს,"- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც ასევე საუბარია გიორგი რურუაზე, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ინფორმაციას შეერთებულ შტატებს ქართული არასამთავრობო სექტორი აწვდის, რომლის დიდ ნაწილს ასევე რურუა პოლიტპატიმრად მიაჩნია.

მდინარაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციის მიმართულებით ხელისუფლებას სამუშაო აქვს.

„როცა ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს წარადგენს ხოლმე, ის ხელისუფლებების ქება - დიდებას არც ერთ ქვეყანაში არ შეეხება და არის იმ ნაწილზე, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკული. მათ შორის, უმრავი ციტირებაა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორიდან მიწოდებული ინფორმაციების. ასეთ ნაწილებზე არის აღნიშნული, როგორც ადგილობრივი არასამთავრობოების ციტირება. ქართული არასამთავრობოები ნამდვილად აწვდიან სახელმწიფო დეპარტამენტს და კონკრეტულად იმ პერსონებს ინფორმაციებს, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რომ თითქოს საქართველოში გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ კრიმინალური „ავტორიტეტი“ არ არის გიორგი რურუა, მათაც მიაჩნიათ, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო