ლაშა პაპაშვილი - მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა ისაა, რომ ეს პრემიერ-მინისტრი არის პრო-ბიზნესური

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, მთავარი, რაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა ისაა, რომ ის პრობიზნესურია. მისი თქმით, ღარიბაშვილის და ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციები ემთხვევა.

„მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა ისაა, რომ ეს პრემიერ-მინისტრი არის პრო -ბიზნესური. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ მოქალაქეებისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა პანდემიის გამო ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ მოტივიც კი მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ პრო-ბიზნესურია, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსე, განათლებული და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს. ლარის კურსს შველის ზუსტად ეს - პირველ რიგში ის, რომ პრობიზნესურია.

ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა, ვინც კი გამოვიდა, დაახლოებით 15 ადამიანი, ემოციაში იყო. კმაყოფილია იმით, რაც ამ შეხვედრაზე გაიცვალა. ხედვების თანხვედრაა. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს, არ ვიცით. ვიცით ის, რომ საბჭოს შექმნის, ამა თუ იმ მიმართულებებით. კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ უტოპიურ გეგმებზე საუბარი არ იქნება”,- განაცხადა პაპაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა