„მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე - გარკვეული ქრონიკული დაავადებების გამწვავება მოხდა, თუ არ ვცდები მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა

„მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორის, ზაზა ჯაფარიძის განცხადებით, კლინიკის ექიმის გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინაციას არ უკავშირდება.

როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში „პოლიტნიუსი“ განაცხადა, ვაქცინაციის შემდეგ ექიმი სამუშაო გარემოს დაუბრუნდა.

“გულისტკივილს გამოვხატავ, რომ ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი გარდაიცვალა. რაც შეეხება ბმას, ვერც მე და არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა ამ ექიმის გარდაცვალებას. რამდენადაც ვიცი, გარკვეული ქრონიკული დაავადებების გამწვავება მოხდა, რამდენიმე დღე დაყოვნდა იგი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ამის შემდეგ გარდაიცვალა, თუ არ ვცდები მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება უნდა იყოს.

ქრონიკული დაავადება არ ნიშნავს ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას. ვაქცინაცია ჩატარდა 16 რიცხვში და მან, ამის შემდეგ 1 კვირა სამსახურში იარა, პაციენტებს ღებულობდა, საკმაოდ მოთხოვნადი ექიმი გახლდათ. მერვე დღეს აქვს ბიულეტენი აღებული, ჩვენ ვერანარიად ვერ დავაკავშირებთ ამ შემთხვევას ვაქცინაციასთან“, -აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

როგორც ზაზა ჯაფარიძე განმარტავს, ექიმს, ვაქცინაციის შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე ჩივილი არ ჰქონდა: „ვაქცინაციის დღიდან მოყოლებული, მას პრობლემა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ქრონიკულ დაავადებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, მომხდარი შემთხვევის გამო, კლინიკაში დასაქმებულმა პერსონალმა იმუნიზაციაზე უარი თქვას, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამედიცინო პერსონალმა უარი თქვას ვაქცინაციზე.

„ ვერ ვიტყვი, რომ ვაქცინაცა ჩქარი ტემპით დავიწყეთ, მაგრამ დავიწყეთ და იცრებოდნენ ჩვენი ექიმებიც და სხვა ექიმებიც გვაკითხავდნენ. ახალციხის ფაქტის შემდეგ ამბულატრიულ დაწესებულებეში გაჩერდა ვაქცინაცია. ჩვენთან 10 დღეა აღარ ტარდება ვაქცინაცია. სხვა კუთხით, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მონდომებაა, თუმცა, ექიმები გამოხატავენ მაინც სურვილს და ნელ-ნელა მსურველთა რაოდენობა იმატებს“,-აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო