მიხეილ ჩხენკელი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„გულდასაწყვეტია, რომ სრულიად საქართველომ ქართული ფოლკლორის ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური მოღვაწე დაკარგა. გულწრფელად ვწუხვარ ბატონი ანზორის გარდაცვალების გამო.

ყველასთვის საყვარელი ეთნომუსიკოსი და ლოტბარი ქართველმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეიყვარა და სათანადოდ დააფასა. მჯერა, მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად გაიაზრებს მის უდიდეს დამსახურებას ტრადიციული მუსიკის გადარჩენის, კვლევისა და პოპულარიზაციისთვის და მისი ღვაწლი კიდევ უფრო დაფასდება.

ქართული საზოგადოება სულ ცოტა ხნის წინ ეზიარა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის თაოსნობით შექმნილ სამეცნიერო ნაშრომს ,,საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია”, რომელიც უდავოდ ჩვენი კულტურის ენციკლოპედიაა. ამ წიგნზე თაობები გაიზრდებიან, რაც მის სახელს კიდევ ერთხელ უკვდავყოფს.

ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, ბატონი ანზორის ოჯახს, ახლობლებსა და მის მოწაფეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო