ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის,  ბიზნესისა და მთავრობის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება

ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენგან დაისვა კითხვები და ამაზე პასუხი იყო, რომ მთავრობა ფიქრობს, - ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს პრემიერისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მოკლე პერიოდში ეროვნული ბანკის წარმომადგენლების, ბიზნესისა და მთავრობის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ.

“კითხვები დაისვა და პასუხი იყო, რომ მოხდება ბიზნესის წარმომადგენლების, ეროვნული ბანკის და მთავრობის შეხვედრა და ერთობლივად ვიმსჯელებთ ამაზე”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

რაც შეეხება პანდემიის ფონზე ბიზნესის საქმიანობას, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა მხოლოდ რისკების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

“შეიძლება პოტენციურად თეორიული რისკი არსებობდეს, მესამე ლოკდაუნის, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვანწილად გაიზრდება”,- განცხადა ბუცხრიკიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო