განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის არჩევას ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმაც დაუჭირეს მხარი

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი აირჩია, რომელიც აღნიშნულ კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილს ახალ თანამდებობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმაც დაუჭირეს მხარი.

„ეს ის შემთხვევა, როდესაც მეც და ალეკო ელისაშვილმაც პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ. რაღაც პერიოდი „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა მომიწია და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებაში და კვალიფიკაციაში. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყნის ინტერესებს რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი. არ ვიცი, კიდევ თუ ექნება ვინმეს იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლდათ“, - განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა, რომელიც დღევანდელი პლენარული სხდომის წამყვანი იყო.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა