საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1-ელი აპრილის სხდომაზე, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1-ელი აპრილის სხდომაზე, კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხზე იმსჯელებს.

პარლამენტს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 85 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.

ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის და პროექტის სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო