ალეკო ელისაშვილი - გუშინდელი წარუმატებელი დღის ერთადერთი კარგი მომენტი იყო ის, რაც კობახიძემ საჯაროდ თქვა - მოლაპარაკების გარეშეც მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტში ვიმსჯელებთო

გუშინდელი წარუმატებელი დღის ერთადერთი კარგი მომენტი იყო ის, რაც ბატონმა კობახიძემ საჯაროდ თქვა - მოლაპარაკების გარეშეც მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტში ვიმსჯელებთო,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს რეალური რეფორმა სჭირდება და არა ის ზედაპირული ცვლილებები, რასაც ახლა მმართველი გუნდი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ახორციელებს.

„რეალური მართლმსაჯულების რეფორმების პაკეტის განხილვაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. გუშინდელი წარუმატებელი დღის ერთადერთი კარგი მომენტი იყო ის, რაც ბატონმა კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ თქვა, მანამდე იგივე ითქვა შეხვედრაზე - კობახიძემ თქვა, რომ პირობას დებს, მოლაპარაკების გარეშეც, ამაზე პარლამენტში ვიმსჯელებთო, ამ სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ, ეს სიტყვა რეალობად უნდა იქცეს და მართლმსაჯულების რეფორმის რეალური პაკეტი უნდა მივიღოთ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები, ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ამბობდა, რომ გარკვეული დათქმით მზად იყო ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. ოპოზიციის მცირე ნაწილი მზად იყო, რომ უპირობოდ მოეწერა ხელი, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა