საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტ ევროკავშირის ახალგაზრდებისათვის ((EU4YOUTH) დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით პროექტ ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის (EU4YOUTH) დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ როგორც, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები ასევე პარტნიორი ორგანიზაციები.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაზიარებულ იქნა მიმდინარე პროექტის დროს განხორციელებული საქმიანობები, გამოწვევები და მიღწეული შედეგები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს ევროკავშირის ახალგაზრდებისათვის - EU4YOUTH. პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შესაძლებლობების ზრდა და გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. პროექტი საქართველოში მიმდინარეობდა სამ სამიზნე მუნიციპალიტეტში: სენაკი, ზუგდიდი ხელვაჩაური და ბათუმი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა