ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი დასრულდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს და მათ დაშვებაზე იმსჯელეს. სასამართლო პროცესს სამივე ბრალდებული უფლებადამცველებთან ერთად ესწრებოდა.

დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით, საქმეში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული შეფასების დამატებით მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხდება ,,მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის”.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამოაქვეყნა შეფასება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამ შეფასების თანახმად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ნიკა გვარამიასთვის წარდგენილ ბრალდებებს. სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, რომ ეს შეფასებები დართულიყო საქმის მასალებს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. მოსამართლემ განმარტა, რომ წარდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებს მტკიცებულებით სტანდარტს და ფაქტების სამართლებრივ შეფასებას თავად გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში ეს არ არის ერთადერთი შეფასება ასევე წარდგენილი ადამიანის უფლებათა ცენტრის და სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება და აკადემიური წრის წამრომადგენლის მიერ გაკეთებული შეფასება სასამართლო მეგობრის სახით. ყველა ეს სუბიექტი საუბრობს ნიკა გვარამიასადმი წარდგენილი ბრალის აბსურდულობაზე და პოლიტიკური მოტივაციით ხდება მისი დევნა მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო