"ლელო" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში მოხვდა, რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე და მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში მოყვანილია 20 არასამთავრობო ორგანიზაციის დეტალური ანალიზი და დასკვნები, მათ შორის TI Georgia, “ფონდი ღია საზოგადოება”, “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, და “საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიისთვის” (International Society for Fair Elections and Democracy) რომლებიც წაყენებულ ბრალდებებს განიხილავენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. გენერალური პროკურორის მიერ ბრალდებები აღიძრა 2019 წლის ივლისში, რამდენიმე კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა. ხაზარაძემ შექმნა მოძრაობა „ლელო“, რომელიც დეკემბერში დაფუძნდა, როგორც პოლიტიკური პარტია.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 ანგარიშში დეტალურად არის განხილული პარტია „ლელოს“ ლიდერებისა და "ტვ1" -ის დამფუძნებლის საქმე. ანგარიშში მოყვანილია მიმდინარე პროცესის ყველა დეტალი. მათ შორის საუბარია "ტვ1"-ის დამფუძნებლებზე - წერეთლის ვაჟი იყო დამოუკიდებელი არხის, "ტვ პირველის" მეპატრონე, რომელიც ხელისუფლებას ტელევიზიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა (იხ. სექცია 2ა). 2019 წლის აგვისტოში გენერალური პროკურორის ოფისმა ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხარდაჭერისთვის ფულის შესაძლო გათეთრებაში.

20 არასამთავრობო, მათ შორის TI Georgia, “ფონდი ღია საზოგადოება”, “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, და “საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიისთვის” (International Society for Fair Elections and Democracy) წაყენებულ ბრალდებებს განიხილავენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

აპრილში, ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიში აცხადებდა, რომ საქმის ფაილებში არ იყო არავითარი სამხილი 2019 წლის ივლისის ბრალდებისთვის 2008 წელს განხორციელებულ ფულის გათეთრებაზე", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ლელოს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 14 მაისს, TI Georgia-მ გამოსცა საერთაშორისო ექსპერტის შეფასება, რომლის თანახმად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის ან ავთანდილ წერეთლის მიერ ფულის გათეთრების არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, ან ინდივიდუალურად, ან როგორც თანამზრახველებისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა