ლევან დავითაშვილი "ნამახვანჰესზე" - მთავარია მივიღოთ პროექტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს - თუ არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცენ პასუხი

თუ არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ კონკრეტულ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცენ პასუხი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

„მთავარია საბოლოოდ მივიღოთ ისე პროექტი, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს. პროცესში ჩართული არიან ის სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები, ვისაც ამ ქვეყანაში აზრი მოეკითხება. თუ თემატურ დიალოგზე ვსაუბრობთ და არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტულ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცეს პასუხი. თუ ჩვენ გვინდა, პოლიტიკოსების მონაწილეობით თოქ-შოუების გამართვა, მაშინ სხვა საკითხია. მოსახლეობა ამბობდა, რომ მათთვის სანდო ექსპერტები ყოფილიყვნენ ჩართული პროცესებში. ვთქვით, რომ არა კომპანიამ მოახდინოს დამატებითი შესწავლის და ანალიზის დაფინანსება, არამედ სახელმწიფომ, იმისთვის რომ გამოირიცხოს მიკერძოება. პროექტი განხორციელდება, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. ანალიზიც საკმაოდ ადეკვატურია გაკეთებული”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ პროცესების კარგად გაანალიზების შემდეგ დაიგეგმება.

„საუბარია, რომ ორი თვის განმავლობაში გარკვეული გეგმა შემუშავდეს, რა მიმართულებით იქნებიან ექსპერტები და ორგანიზაციები ჩართულები. არ ვგულისხმობთ, რომ ორ თვეში ყველა საკითხი იქნება შესწავლილი და ვერც იქნება, რადგან არის ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს დეტალურ ანალიზს”,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს