თსუ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაივლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების გამართვას, სტუდენტების სტაჟირებას, ასევე სამართლის აქტუალურ საკითხებზე მუშაობისას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოყენებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და პრაქტიკული უნარების განვითარება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა