თინა ბოკუჩავა - თუ უცხოელი პარტნიორები სრულიად ახალ ხარისხში არ გადაიყვანენ წნეხს, დიდ რესურსს, რომ მესამე და მეოთხე რაუნდმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს, ვერ ვხედავ

თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორები სრულიად ახალ ხარისხში არ გადაიყვანენ წნეხს, რომელიც უნდა განხორციელდეს პირადად ბიძინა ივანიშვილზე, მე დიდ რესურსს თუნდაც იმისას, რომ მესამე და მეოთხე რაუნდმა რაიმე კონკრეტული შედეგი გამოიღოს, ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიურმა ენამ და დიპლომატიურმა გზავნილებმა თავი ამოწურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოკუჩავას განმარტებით, განცხადებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას გაჟღერდა, 180 გრადუსით შეცვლიდა სახელისუფლებო პოლიტიკას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინდელი რაუნდი დასრულდა სრულიად წარუმატებლად და სიმართლე გითხრათ, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორები სრულიად ახალ ხარისხში არ გადაიყვანენ წნეხს, რომელიც უნდა განხორციელდეს პირადად ბიძინა ივანიშვილზე, მე დიდ რესურსს თუნდაც იმისას, რომ მესამე და მეოთხე რაუნდმა რაიმე კონკრეტული შედეგი გამოიღოს, ვერ ვხედავ. ეს, მათ შორის, დანიელსონის კომენტარებშიც ძალიან კარგად ჩანდა - მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო სექტორს მათი ჩართულობისთვის, თქვა, რომ ძალიან დიდი პოზიტიური წვლილი შეიტანეს ამ პროცესში, მაგრამ მეორე მხრივ თქვა, რომ, სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხდა და უმთავრესი პასუხისმგებლობა ამ კონსენსუსიკენ სიარულისა და კონსენსუსის სულისკვეთების არსებობის უნდა ყოფილიყო მმართველ პარტიაში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების წნეხის გაძლიერებას, მეგობრები და პარტნიორები ვერ გამოიყენებენ იმ გზებს, რასაც რუსეთი იყენებდა, თუნდაც საქართველოსთვის ბუნებრივი რესურსების მიწოდების შეწყვეტით, თუმცა სენატორების განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს დახმარების პაკეტში პირობები ჩაიდოს, უკვე კატასტროფაა.

„როგორც წესი, დიპლომატებისთვის საკმარისი არის ხოლმე, როდესაც, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორი აწყობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისზე სპეციალურ მოსმენას სენატში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და იქ ამბობენ, რომ მთელი რიგი ფუნდამენტური პრობლემებია, მათ შორის, ისიც, რომ ლეგიტიმურობის ზღურბლის გადალახვა არჩევნების დროს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატიულად ჩაითვალოს არჩევნები, ასეთი გზავნილი ნორმალური პოლიტიკოსისთვის თუ დიპლომატისთვის ძალიან ყურადსაღებია და უნდა გამოიწვიოს 180 გრადუსით ცვლილება სახელისუფლებო პოლიტიკის და იმ რეფორმების გატარება, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორები ჩვენგან მოელიან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ასეთი გზავნილები, ამ ადამიანს ესმის მხოლოდ ძალის ენა და ამ ძალაში რა შეიძლება ვიგულისხმოთ?! - ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთივით ვერ იმანიპულირებს, ვერც საზოგადოებრივი სენტიმენტებით, ვერც ჰიბრიდული ომის იარაღს გამოიყენებს, არც არჩევნებში ჩაერევა და მითუმეტეს არ გადავა ისეთ სადამსჯელო ოპერაციებზე, როგორსაც, მაგალითად, რუსეთი აკეთებდა, როდესაც ჭრიდა ბუნებრივი რესურსების მოწოდებას საქართველოსთვის ან უკეტავდა ჩვენს პროდუქციას ბაზარს, ასეთ რამეებს სტრატეგიული პარტნიორები არ აკეთებენ, თუმცა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სენატის საგარეო კომიტეტის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ ჩვენ განვიხილავთ უკვე ე.წ. პირობების ჩადებას საქართველოს დახმარების პაკეტში - ეს კატასტროფაა,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო