ლევან ბოძაშვილი - თვითონ ბრიუსელიც კოჭლი იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა

ევროკავშირმა ტაქტიკური სამედიაციო შეცდომა დაუშვა, რადგან ჟან მონეს ევროპული ტიპის მედიაციის ფორმატი, კარგი პოლიტიკური კულტურის მატარებლებისთვისაა და არა საქართველოს ამ პოლიტიკური სპექტრისთვის - თვითონ ბრიუსელიც იქნება კოჭლი, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავისი თავის უბედურია და ამ უბედურებას კიდევ უფრო იწვნევს.

„მთელი ამ რაუნდების განმავლობაში, არც ერთხელ არ მქონდა მოლოდინი, რომ რაიმე შეთანხმების მსგავსიც კი დადგებოდა. რატომ?! ევროკავშირმა ტაქტიკური სამედიაციო შეცდომა დაუშვა. პირველ რიგში, ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ქვეყანაში გვყავს ვერ ჯდებიან ჟან მონეს მედიაციის ფორმატში - კლასიკური ევროპული ტიპის ფორმატში, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში არსებობს უკვე ათწლეულებია, ის კარგი პოლიტიკური კულტურის ქვეყნების მატარებლებისთვისაა და არა საქართველოს ამ პოლიტიკური სპექტრისთვის.

ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, ოპოზიცია უკვე თავისი თავის უბედურია და ამ უბედურებას კიდევ უფრო იწვნევს თავის თავზე. ოპოზიციამ პრაქტიკულად თავისი პოლიტიკური ქმედება, სტრატეგია, ტაქტიკა ანაქრონიზმად აქცია, ეს მას ბოლოს მოუღებს! როგორც კი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, საზოგადოება იბრუნებს პირს და მისკენ შეტრიალდება.

ოფიციალურ თბილისზე ზეწოლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გაგრძელდეს, რომელიც ევროკავშირმა გეგმაში ჩადო. თვითონ ბრიუსელიც იქნება კოჭლი, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა