ნათია თურნავა - მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა

მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ტურიზმის დროული აღდგენა მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ეს საკითხი ბიზნესს და მოსახლეობას აწუხებს. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეული ადამიანის ჯიბეს ეხება. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთი მსჯელობის საკითხია ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესება და სრულყოფა. აქ არის ორი მიდგომა: ერთი - ჩართულია ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. მეორე - საშუალო ვადიანი გეგმა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობს, რაც მეტი ინვესტიციის მოზიდვას გულისხმობს. ასევე, მეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. მათ შორის, ენერგეტიკაში იმპორტი შემცირდეს და ადგილობრივი წარმოება პირველ რიგში ჩვენ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, ვალუტა არ გაედინებოდეს ქვეყნიდან იქ სადაც, ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმპორტი. ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის დროული აღდგენა. პრემიერ-მინისტრი ქმნის რამდენიმე სათათბირო ორგანოს ბიზნესის ფართო ჩართულობით. ჩვენი მისწრაფება არის, მაქსიმალურად ბიზნესის წარმომადგენლები ჩაერთონ მდგრადი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შემანარჩუნებელი ღონისძიებების შემუშავებაში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს გაცხადებული აქვს სურვილი 10 წლიანი განვითარების გეგმა შეიქმნას, რაც ბიზნესს მეტ კომფორტსა და სტაბილურობის განცდას შეუქმნის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა