მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის ელჩთან თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრი კარაბალის უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს – თუ რა ნაბიჯები გადაიდგა Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად.

უწყების ცნობით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა არსებული ეპიდვითარების შესანარჩუნებლად.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობა უმაღლესი განათლების მიმართულებით და ერთობლივი აკადემიური პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის Horizon Europe.

მინისტრის თქმით, შესაძლებელია საბერძნეთის სამეცნიერო წრეებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა და განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა