მამუკა მდინარაძე - ვანო მაჭავარიანი ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია - მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ივანე მაჭავარიანს მადლობას უხდის.

მდინარაძე მას წარმატებებს უსურვებს.

„ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და კარგი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. დიდი მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის! წარმატებები მომავალ საქმიანობაში!”,- წერს მდინარაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს