სამართლის სფეროს სტუდენტების მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა

უმაღლესი იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრებმა – მიხეილ ჩხენკელმა და გოჩა ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სფეროს აკადემიური პროგრამების სტუდენტების მხარდაჭერას თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებისა და განმტკიცების თვალსაზრისით.

უწყების ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული მიმართულების ფაკულტეტების სტუდენტები პრაქტიკას და სტაჟირებას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაივლიან, რაც ახალგაზრდებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული განათლება და შეიძინონ საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

„მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებისათვის სტუდენტებს შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ. მემორანდუმი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების ორგანიზებასაც ითვალისწინებს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო