გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა საქმის მასალებს ორ დღეში გადასცემს

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახო ბარამაშვილის განცხადებით, საქმის მასალებს მათ პროკურორი ორ დღეში გადასცემს.

როგორც ბარამაშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პროკურორის დადგენილების გაუქმებით პროკურატურამ რეპუტაცია შეინარჩუნა.

„პროკურორის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდა, ცალსახად უკანონო იყო. განსაკუთრებით, სამარცხვინოა, იმ ფონზე, როცა ვიაზრებთ, რომ გამოძიება ხშირად მიდიოდა არასწორი მიმართულებით, ხშირად ჰქონდა არაზუსტი ფაქტები, ჰქონდა მოწმეების ცრუ ჩვენებები და სწორედ, ჩვენი მონაწილეობით, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით დადგა გამოძიება სწორ გზაზე და დააზუსტა გარკვეული ფაქტები, რომლითაც შემდგომ უკვე გადაწყვიტა წარემართა გამოძიება. რაც შეეხება ამ დადგენილების გაუქმებას, ეს ცალსახად უკანონო იყო. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გაუქმებით, პროკურატურის რეპუტაციის შენარჩუნება მოხდა და მნიშვნელოვანია ასევე გვესმოდეს, თუ მასალები რეალურად არ გადმოგვეცემა, ამ დადგენილების გაუქმებას შინაარსი არ გააჩნია. შეხვედრა გვქონდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურორთან, რომელმაც ითხოვა დამატებით ორი დღე გამოძიებისთვის და დაგვპირდა, რომ ორი დღის შემდეგ, გადმოგვცემს საქმის მასალებს“, - განაცხადა ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. უწყების ცნობით, ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ახალციხიდან თბილისში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:მეგი ბაქრაძის ადვოკატებს სავარაუდოდ დღეს პროკურატურა საქმის მასალებს გადასცემს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა