სამოქალაქო აქტივისტები ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ სასტუმროსთან მისვლისკენ მოუწოდებენ, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება

სასტუმროსთან, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სამართალდამცველები მივიდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ლაშა ჯოხაძეს დაურეკეს, რომ კერძო საკუთრებას ეხებოდნენ. ამასთან, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა მემანიშვილი აღნიშნავს, ისინი საასტუმროში შესვლას და "სიტუაციის გარკვევას აპირებენ".

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ, რომ რუსი ჟურნალისტი სასტუმროდან გაიყვანონ და ქვეყანა დაატოვებინონ.

"რუსი ღორები საქართველოში ვერ იქეიფებენ, რუსმა ღორებმა საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სასტუმროსთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს