ელენე ხოშტარია - პოზნერმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა, ქვეყანაში არ შემოუშვას.

როგორც ხოშტარიამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა, „ნორმალური სახელმწიფო ასეთ ადამიანს ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ აძლევს“.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს კანონი, რომელიც გვავალდებულებს, რომ ასეთი ადამიანები არ შემოვუშვათ. თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, მაშინ ამას მოყვება საზოგადოების რეაქცია“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ. აქტივისტები იმ სასტუმროსთან იმყოფებიან, სადაც რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად იმყოფება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო