შსს - ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ და არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავენ უწყებაში.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სასტუმროსთან, სადაც ის ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და მის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია