ზაალ უდუმაშვილი - ვლადიმერ პოზნერი პუტინის პირდაპირი ემისარია, მან უნდა დატოვოს ქვეყანა - ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერმა საქართველო უნდა დატოვოს.

როგორც უდუმაშვილმა რუსი ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, სამარცხვინოა.

„ვლადიმერ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს და ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდეს. ეს იმის ბრალია, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ღირსებას იცავს. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ამ ადამიანს საზღვარი არ გადმოეკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ ავრცელებს სამარცხვინო განცხადებას, რომ ამ ადამიანს ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია, რომელ კანონზეა საუბარი?! ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება, მეტი რა კანონი უნდა დაარღვიოს.

როდესაც გყავს პრორუსი ხელისუფლება, რომელიც ფიანდაზებს უგებს ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გამონათქვამებით საქართველოს სახელმწიფოებრიობას არღვევენ, ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და გააპროტესტოს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ. აქტივისტები იმ სასტუმროსთან იმყოფებიან, სადაც რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად იმყოფება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ობიექტზე ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა