აქტივისტების განცხადებით, სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ღამის გათენებას გეგმავენ

აქტივისტები სასტუმრო „რუმსთან“, სადაც, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები სასტუმრო „რუმსის“ მეპატრონეს მიმართავენ, აღნიშნული სტუმრები სასტუმროდან გაუშვას.

„ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ პროტესტს და დილიდან კი ველოდებით საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც აწუხებთ ამ ოკუპანტების ქვეყანაში შემოსვლა“,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა