ირაკლი კუპრაძე - 20 ივნისის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე დანაშაული დაუშვა

„ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე დანაშაული დაუშვა და „კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა დაუშვა“.

როგორც კუპრაძემ განაცხადა, პოზნერი და მისი თანმხლები ჟურნალისტთა ჯგუფი წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან.

„20 ივნისის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა მეორე დანაშაული, რომელიც ლახავს ქართული სახელმწიფოს იდეასა და საზოგადოების ღირსებას. ეს არის სულში ჩაფურთხება ქართველი ხალხისთვის, როდესაც გაფრთიხლების მიუხედავად ქვეყანაში დაუშვეს კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და ჟურნალისტთა ჯგუფი, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და წამლავენ მილიონობით ადამიანს. ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. ჩემთვის გაურკვეველია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მრავალწლიანი ემიგრაციიდან ბრუნდებიან და მათ უწევთ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მაშინ, როდესაც რუსეთიდან ჩამოსული გავლენის აგენტები პირველივე წამს კორტეჟით გადაიყვანეს სასტუმროში და არიან საპატიო სტუმრები“,- განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო