გიორგი კაპანაძე - ფიქრობენ, რომ პოზნერი ჩარტერით გააფრინონ უკან, ვიმედოვნებ, ამას რაც შეიძლება მალე გააკეთებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, თბილისის უბნებში ელექტროენერგია ითიშება, რათა მოქალაქეებმა აქციაზე მისვლა ვერ შეძლონ.

როგორც კაპანაძემ განაცხადა, ამ ვითარებიდან გამოსავალი იქნება მხოლოდ ის, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოდან რაც შეიძლება მალე გაიყვანონ.

„მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ვაზისუბანი ჩააბნელეს. ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ადამიანები არ შემოუერთდნენ სამართლიან პროტესტს. როგორც ჩანს, სხვა უბნებსაც თიშავენ, ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ის, რომ პოზნერი და ოკუპანტები ჩასვან თეთრ ავტობუსში და გააბრუნონ ოკუპანტ ქვეყანაში. მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ გადაქცეულია „რუსულ ოცნებად“. არაფერი საფიქრალი არაა - პოზნერი რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წევრები პოზნერის გაფრენის თაობაზე კონსულტაციებს უკვე მართავენ.

„როგორც ვიცი, ფიქრობენ, რომ ჩარტერით გააფრინონ უკან, ვიმედოვნებ ამას რაც შეიძლება მალე გააკეთებენ.

შედგა საუბარი - საქართველოს ხელისუფლების წევრებს შორის გაიმართა კონსულტაციები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება გონივრული“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა